суббота, 7 октября 2017 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა, მოვისმინე კოლეგების რეკომენდაციები, დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა, შევაფასე სხვისი პროექტის გეგმები.
პროექტით სწავლების ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ ძალიან სასარგებლო იქნება ჩემს სასწავლო  საქმიანობაში, მისი ცოდნა გამომადგება რომ სასწავლო  პროცესი საინტერესო აქტივობად ვაქციო, მოვამზადო საკონფერენციო თემა , მოსწავლეები ჩავრთო სხვადასხვა ტიპის აქტივობებში და მოვახდინო მათი მოტვირება.

воскресенье, 1 октября 2017 г.

მერვე დღე

ჩემი პორტფოლიო
კიდევ ერთხელ გადავავლე ჩემს გეგმას თვალი, დავხვეწე პროცედურები, გავეცანი პროექტის გეგმის ჩეკლისტს, დავხვეწე შეფასების ფორმები. გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო ბლოგზე.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი მეცადინეობით.

суббота, 30 сентября 2017 г.

მეშვიდე დღე

გავეცანი დიფერენცირებული სწავლების პრინციპებსა და სტრატეგიებს,განვსაზღვრე როგორ დავალებებს მივცემ შსსმ,ნიჭიერ დაარაქართულენოვან მოაწავლეებს, დიფერენცირებული სწავლების კითხვარს გამოვიყენებ სამომავლო მუშაობაში.მიღებულ ცოდნას მოვარგებ ჩემს პროექტს.

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მექვსე დღე

დავიწყე სასწავლო პროცედურების აღწერა, მოვიძიე საჭირო ინტერნეტ რესურსები. ვისწავლე ტუ როგორ უნდა მივუთითო ელექტრონული მისამართი საავტორო უფლებების დაცვით.

воскресенье, 17 сентября 2017 г.

მეოთხე დღე

დღეს გავეცანი პროექტის მისაღწევ შედეგებს სტანდარტის მიხედვით და ჩამოვთვალეთ ის უნარები  რასაც ჩვენი მოსწავლეები შეიძენენ პროექტის შესრულების პროცესში. დავსახე ის აუცილებელი საჭიროებები რომელიც გამომადგება პროექტის დასაწყისში: ვისწავლე შეფასების კრიტერიუმები რომელიც დამჭირდება სხვადასხვა ეეტაპის შეფასების დრო პროექტის მსვლელობისას:

суббота, 16 сентября 2017 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვისწავლე როგორ მოვძებნო და გადმოვიტანო ჩემი პროექტისთვის შესაფერისი სტანდარტი,გავიხსენე გონებრივი იერიშის კითხვები ,ვნახე პრეზენტაცია ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ და ჩემი პროექტისთვის შევიმუშავე შეკითხვები.

воскресенье, 10 сентября 2017 г.

მეორე დღე

დღეს გავეცანი 'კონკიას'რესურსებს ,გავეცანი პროექტის მახასიათებლებს, გავეცანი შაბლონის შექმნის პრინციპებს და დავიწყე პროექტის შაბლონის შევსება.ვისწავლე როგორ მოვძებნო პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია. დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო,ვფიქრობ  მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება სასკოლო პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 9 сентября 2017 г.

პირველი დღე

დღეს მე გავეცანი პროექტებით სწავლებას,21საუკუნის უნარ-ჩვევებს,პროგრამა ვიუერს, შევქმენი  ბლოგი,გავეცანი 'კონკიას' პროექტის გეგმას. ვისწავლე როგორ განვათავსოთ ბლოგში სასურველი ინფორმაცია.